თეგებით ძიება

ვლადიმერ ბოჟაძე: სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილი

სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილი, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა ლადო ბოჟაძემ „ქრონიკას“ მელიას, სააკაშვილის და უგულავას სარჩელებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, დიდი ხანია ეს ადამიანები საქართველოს წინააღმდეგ არიან და ახლა ეს უკვე სტრასბურგში სარჩელით იურიდიულად გააფორმეს.

„ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი და უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგივე გირგვლიანის საქმეზე აღიარებული იქნა როგორც დანაშაულებრივი სისტემის ლიდერი, მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც შეკვეთა მიიღო, რომ გირგვლიანის მკვლელებს როგორც კი საშუალება ექნებოდა გაათავისუფლებდა და იცით, რომ მან ეს რუსეთ-საქართველოს ომის მერე მალევე გააკეთა. სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი, სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და ის მართავდა იმ რეჟიმს და სისტემას, რომელმაც უამრავი უბედურება მოუტანა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

ახლა, ამ ფონზე ამ სარჩელის შეტანას აქვს ერთადერთი დატვირთვა, თითქოს მოხდეს მათი რეაბილიტაცია საკუთარი ამომრჩევლის თვალში, რომ ისინი თითქოს დამნაშავეები არ არიან “, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ნიკა მელიამ, გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა