თეგებით ძიება

გივი მიქანაძე მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე

შეუძლებელია, რომ ქვეყანას ზიანი მიადგეს, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამ საჩივრების შემდგომი განხილვის არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში გივი მიქანაძე სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და ნიკა მელიას მიერ სარჩელების შეტანას. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, მთავრობა წარადგენს სრულფასოვან ინფორმაციას თითოეულ იმ საჩივარზე.

„მინდა დაგარწმუნოთ, მათი მცდელობა იქნება წარუმატებელი და როგორც საზოგადოება ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს ადამიანები საკუთარი ინტერესების მიღმა არაფერზე ფიქრობენ და საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მზად არიან ქვეყნის ინტერესებიც და მისი იმიჯიც კი საერთაშორისო დონეზე ფეხქვეშ გათელონ. მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ სიმართლე ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების მხარეს არის და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ არიან ისინი და რა პოლიტიკას ეწევა დღეს „ქართული ოცნება“ და რომ ეს პოლიტიკა ორიენტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ამ ადამიანების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მინდა დაგარწმუნოთ და ვერ მიაყენებენ ზიანს ვერც საზოგადოებას და ვერც ქვეყნის იმიჯს“, - განაცხადა მიქანაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელები შეიტანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა