თეგებით ძიება

ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა - თავდასხმები განახლდა

ისრაელში სამხედრო მოქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას საქართველოს ელჩი ადასტურებს.

საქართველოს მოქალაქეს ხელის არეში მოხვდა შუშის ნამსხვრევი, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და უკვე სახლშია გაწერილი.

ისრაელში "დაჯგუფება" ჰამასმა, თავდასხმები კვლავ განაახლდა. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელი სარაკეტო შეტევების შესახებ ატყობინებს.

ისლამისტურმა დაჯგუფებამ, "ჰამასმა" ისრაელის ქალაქ თელ-ავივისკენ 130 რაკეტა გაუშვა, არის მსხვერპლიც. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პროცესების ესკალაცია 10 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა