თეგებით ძიება

შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა - საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებ მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ აფრთხილებს და ღია სივრციდან საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებსკენ მოუწოდებს.

უწყების ინფორმაციით, საფრთხის არეალი გაიზარდა და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

"18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.

აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში.

თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან.

განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში.

გაუფრთხილდით თავს," - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფება "ჰამასი" 18:00 საათზე (თბილისის დროით 19:00) აპირებს ისრაელში ახალი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის განხორციელებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა