თეგებით ძიება
12. 05. 2021 მსოფლიო

ღაზას სექტორში კონფლიქტის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის 14 ბავშვი და 5 ქალია. რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, ის 335-ს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მაისს პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 1000 რაკეტაზე მეტი გაუშვა.

ისრაელის ხელისუფლების ცნობით, განმეორებითი იერიში მოსალოდნელია, ისინი მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა