თეგებით ძიება
12. 05. 2021 მსოფლიო

ცნობილია როდის დასრულდება "ელენ დეჯენერესის შოუ"

"ელენ დეჯენერესის შოუ" 19 წლიანი არსებობის შემდეგ 2022 წელს დასრულდება. ტელეწამყვანმა Hollywood Reporter-ს უთხრა, რომ "რამდენადაც დიდებული და რამდენადაც მხიარულია ეს შოუ, ის ჩემთვის გამოწვევა აღარაა".

"მინდოდა შოუ მე-16 სეზონზე შემეწყვიტა, ეს იქნებოდა უკანასკნელი სეზონი, თუმცა მათ სურდათ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა, მე კი ვუთხარი, რომ 1 წელიწადზე დავფიქრდებოდი. მათი თქმით, 1-წლიანი კონტრაქტი გამორიცხული იყო, ამიტომ 3 წლით გავახანგრძლივე და ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი წლები იქნებოდა", - ამბობს წამყვანი.

წამყვანის ამ განაცხადს წინ უსწრებდა თვეების წინ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები თანამშრომლების მხრიდან, რომ "სამსახურში ტოქსიკური გარემო" იყო.

ელენ დეჯენერესის შოუ, რომელიც 2003 წლის სექტემბერში დაიწყო, მე-19 სეზონით 2022 წელს დასრულდება.

formulanews.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა