თეგებით ძიება
12. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო

ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ჩაირთო განგაშის სირენები, რომლებიც მოსალოდნელ სარაკეტო იერიშზე აფრთხილებს მოსახლეობას. სირენები ამუშავდა თელ-ავივშიც, რომელიც გუშინდელი ავიაიერიშის ერთ-ერთი მიმართულება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ქალაქ აშკელონში ჩამოვარდა რაკეტა, რომელიც , სავარაუდოდ, საბავშვო ბაღს დაეცა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა