თეგებით ძიება

"უკვე ძალიან შავ-თეთრი გახდა ჯეო-ცხოვრება..." - თამარ ივერი

მომღერალი თამარ ივერი ქართულ სატელევიზიო პროგრამებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"როდემდე შეიძლება თვეების განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტვ არხიდან,ყველა გადაცემაში,ინფორმაციებში,თოქ შოუებში ა.შ , მხოლოდ კორონავირუსის,ნიკა მელიას და პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თემა ისმოდეს?

მოკლედ,კარგა ხანია გაფუჭებული ფირფიტასავით ვხტუნაობთ ერთ ადგილზე და არ გამოჩნდა არავინ,ვინც ამ "ფირფიტის ნემსს" ამ გაფუჭებული ადგილიდან წინ გადაწევს! უკვე ძალიან შავ-თეთრი გახდა
ჯეო-ცხოვრება.

ცოტა რაიმე სხვა თემებიც და პროექტებიც მოიფიქრეთ თქვე დალოცვილებო ადამიანების ისედაც ამ პანდემიური ცხოვრების გასაფერადებლად.

მგონი,ისევ ჯობია "ანიმალ პლანეტს" და საბავშვო არხებს ვუყუროთ +18 ასაკის ხალხმა რომ ფსიქიკა გადავირჩინოთ ამ საგიჟეთში!", - წერს ივერი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა