თეგებით ძიება

"ვიცი გაგიხარდებათ..." - რას წერს თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს ებრძვის, სოციალურ ქსელში საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს:

"ჩემი კოვიდ ისტორიები!
- ვიცი გაგიხარდებათ და მგონი უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი.

- თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია აღარ გართულდება ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!

- ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!!

- ამასობაში ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა ავერსში, რაც ბუნებრივია მახარებს, მაგრამ მგონი ახალი სინდრომი გამიჩნდა არც ერთი ადამიანი არ მახსოვს ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ?", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა