თეგებით ძიება
12. 05. 2021 COVID - 19

შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის საიტზე ტექნიკური შეფერხება აცრის დაჯავშნის მსურველების მაღალი აქტიურობის გამო შეიქმნა. მათივე ცნობით, შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!

ცნობისთვის, "სინოფარმის" მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს საღამოს, 20:00 საათზე დაიწყო, თუმცა საიტის ხარვეზების გამო, მსურველები რეგისტრაციას ვერ აც=ხერხებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა