თეგებით ძიება

ფოთის მუნიციპალიტეტმა გამოუყენებელი სანაპიროსთვის 10 მილიონი დახარჯა და დღემდე არ არსებობს მისი განვითარების კონცეფცია - ფლანგვის დეტექტორი

ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ფოთის სანაპიროს შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ სანაპიროსთვის გამოყოფილ თანხებსა და მის ხარჯებზეა საუბარი. კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 18.5 მლნ ლარი გამოყო და 10 მლნ უკვე დახარჯა, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობს სანაპიროს განვითარების კონცეფცია:

"ფოთის მუნიციპალიტეტმა მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის 18.5 მლნ ლარი გამოყო და 10 მლნ უკვე დახარჯა, თუმცა სანაპირო ზოლი დღემდე გამოუყენებლია და არ არსებობს მისი განვითარების კონცეფცია.

სამუშაოს პირველი ეტაპზე ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა და ფოთმა ხელშეკრულება 2014 წელს დაფუძნებულ შპს პირამიდა ფ.რ.-ს გაუფორმა, რომელსაც დაგვიანებით და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში 4.1 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადეს.

მეორე ეტაპის ტენდერში შპს ანტ სტროი ლტდ-მ 2-ლარიანი სხვაობით გაიმარჯვა, მაგრამ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, თუმცა კომპანიამ 2 მილიონ ლარზე მეტი მაინც მიიღო.

ამის შემდეგ ფოთმა კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც ერთი ოცნების შემწირველის კომპანია New Road-მა მოიგო, მეორე კი შპს ზმ ჯგუფმა, რომელსაც სამუშაო 4 თვით ადრე უნდა დაესრულებინა" - წერია ინფორმაციაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა