თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

სლოვაკეთში სტადიონზე, მოედანსა და ტრიბუნას შორის მატარებელი გადის. ვიდეო

სლოვაკეთში, ჩიერნი ბალოგის დაბაში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სტადიონი მდებარეობს, რომლის მოედანსა და ტრიბუნას შორის მატარებლის ლიანდაგები გადის.

რკინიგზა ჩიერნი ბალოგში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიყვანეს და ის ძირითადად ხე-ტყის გადასატანად გამოიყენებოდა. 1982 წელს რკინიგზა გაჩერდა, სამ წელიწადში კი მის გვერდით ადგილობრივი კლუბის, „ტატრან ჩიერნი ბალოგის“ სტადიონი აშენდა, ისე რომ ლიანდაგები ტრიბუნასა და მოედანს შორის მოექცა.

10 წლის შემდეგ რკინიგზა ისევ ამოქმედდა, მატჩები კი სტადიონზე კვლავ იმართება და, რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგჯერ მატარებელი უშუალოდ მატჩის დროს დადის და ეს მატჩების გამართვას ხელს საერთოდ არ უშლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა