თეგებით ძიება

მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

„გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა“- აღნიშნულ ინფორმავიას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მერიის ცნობით, წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო.

„ამ ეტაპზე, გლდანის გამგეობა გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზის მოწყობა სრულდება.

პროექტისთვის 250 000 ლარი არის გათვალისწინებული. ასევე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც დაახლოებით, 2 000 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება და 100 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა