თეგებით ძიება

დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს პასუხობს

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არც მას და არც ივანიშვილს არ უნდა:

"მოვისმინე დღეს ირაკლი კობახიძის განცხადება. დიდი ხანია ადეკვატურობა დაკარგა ბატონი კობახიძის განცხადებებმა, მაგრამ ერთი რამ მინდა მას შევპირდე, "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა კობახიძეს, ივანიშვილს და სხვა მის მსახურებს. ძალიან მალე იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი პარტია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და წარმოიდგინეთ, რამდენად სუსტი იქნება ოპოზიცია პარლამენტში ამ რეალობაში, თუნდაც გარადამავალ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. ამიტომ ვპირდები კობახიძეს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ უნდა მას, რომ ჩვენ მივიღოთ" - აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა