თეგებით ძიება

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულდა - "მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა"

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომა დასრულებულია - დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.

"მოწმეებმა დაადასტურეს, რომ კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა ", - განაცხადა სასამართლო პროსცესის დასრულების შემდეგ კარტოგრაფმა, ივერი მელაშვილმა.

"მოწმეთა გრძელი სიიდან, რომელიც პროკურატურას გამოკითხული ჰყავს, გადამჭრელი უმეტესობა წესიერი, პატიოსანი ხალხია. დაადასტურეს ის რაც იციან, რაც ნახეს რასაც უყურებენ. დაადასტურეს ის, რომ არანაირი სხვა განცდა კომისიაში არ ყოფილა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული", - ამბობს ივერი მელაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა