თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ტერორისტული თავდასხმაა

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ტერორისტული თავდასხმაა.

„საქმე ეხება ტერორისტულ თავდასხმას, რომლის მიზანიც ერთია: განურჩევლად და თვითნებურად მოკლან ხალხი და გაავრცელონ შიში. გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას ამ თავდასხმებისგან თავი დაიცვას“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციაში დაადანაშაულა.

„ჰამასმა“ მიზანმიმართულად გამოიწვია მიმდინარე ესკალაცია, როდესაც ათასობით რაკეტა ისრაელის მიმართულებით გაუშვა. „ჰამასი“ სრულად აცნობიერებდა, რა მოჰყვებოდა ამას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა