თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

Christie\'s-ის აუქციონზე პაბლო პიკასოს ნახატი 103 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნიუ-იორკში Christie\'s-ის აუქციონზე პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი ფანჯარასთან (მარია ტერეზა)“ 103 მილიონ დოლარად გაიყიდა.

პაბლო პიკასოს ნახატი აუქციონის დაწყებიდან 19 წუთში გაიყიდა და საბოლოო ფასმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა ყველა დამატებითი გადახდის გათვალისწინებით, მყიდველს 103.41 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ აუქციონის დაწყებამდე ექსპერტებმა აღნიშნული ნახატის ღირებულება 55 მილიონ დოლარად შეაფასეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა