“კურაბიე “ გვირილები
საოცარი სიფხვიერის და გემოს ორცხობილები.
ინგრედიენტები:
250 გრ ოთახის ტემპერატურაზე მარგარინი
50 გრ ზეთი
1 ჭიქა შაქრის პუდრა
2 ც კვერცხი
1 პაკეტი ვანილი
ნახევარი პაკეტი გამაფხვიერებელი
50 გრ სიმინდის სახამებელი
4 ჭიქა ფქვილი
ზემოდან:
გამოვიყენე გამდნარი ვაშლის ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემი ან ნუთელა.
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში და ნელ-ნელა შევურიოთ ფქვილი. ფორმა შეგიძლიათ მისცეთ ნებისმიერი მიყევით სურათებს. ვაცხობ 180 გრადუსზე შეწითლებამდე.
რეცეპტი მოგვაწოდა "საოჯახო სამზარეულომ"