თეგებით ძიება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2688 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2779 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9843 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9922 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.79 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3842 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.6329 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა