თეგებით ძიება

განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 6.5% იქნება - ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები წარადგინა, განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 6.5% იქნება.

„ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 %, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას. ეს ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა, როდესაც დაფიქსირდა 4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პირველად პანდემიის დაწყებიდან. პროგნოზებს წარვადგენთ 3 სცენარით - საბაზისო, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა