პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა? - WhatsApp-მა ინდოეთის მთავრობას უჩივლა
WhatsApp შეტყობინებების აპლიკაციამ ინდოეთის მთავრობას უჩივლა. სოციალური ქსელის წარმომადგენლები ცდილობენ, დაიცვან მომხმარებლების კონფიდენციალურობა და შეაჩერონ ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მოითხოვება შეტყობინებების “მიკვლევადობა” გარე მხარეებისთვის.
WhatsApp–მა სარჩელი შეიტანა ოთხშაბათს დელის უმაღლეს სასამართლოში. ამტკიცებს, რომ მთავრობის წესები შეტყობინებების გამჭირვალობასთან დაკავშირებით, არაკონსტიტუციურია და ძირს უთხრის პირადი ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებას.
კომპანია ამჟამად იყენებს დაშიფვრას თავისი შეტყობინების სერვისისთვის, რომლის საშუალებითაც შეტყობინებები, ისე იცვლება გამგზავნისა და მიმღებს შორის, რომ ამ ორი მხარის გარდა ვერავინ შეძლებს მათ შორის გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვას.
”სამოქალაქო საზოგადოება და ტექნიკური ექსპერტები მთელ მსოფლიოში მუდმივად ამტკიცებენ, რომ პირადი შეტყობინებების მიკვლევადობა რეალურად ბოროტად გამოიყენება”, - ნათქვამია WhatsApp-ის განცხადებაში.
WhatsApp მოწოდებულია დაიცვას ადამიანების პირადი შეტყობინებების კონფიდენციალურობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ ინდოეთის კანონმდებლობის ფარგლებში.
ახალი რეგულაციები მოითხოვს ინტერნეტ პლატფორმებს, როგორიცაა Facebook და Twitter ღია წვდომა მისცენ ორგანოებს, რის შედეგადაც, შეიძლება წაიშალოს თავისით, ისეთი შინაარსის კონტენტი, რომელიც უკანონოდ მიაჩნიათ, ასევე შეუძლიათ დაეხმარონ პოლიციას გამოძიებაში, მათ შორის ე.წ. "ბოროტი ინფორმაციის" შემქმნელების იდენტიფიცირებაში.
სასამართლო პროცესი წარმოადგენს მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებსა და მთავრობებს შორის დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და სხვა პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას.
სინგაპურმა 2019 წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიურ პლატფორმებს მოსთხოვეს ყალბი ინფორმაციის გასწორება, თუ ხელისუფლება მათ ამის გაკეთებას უბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებია. ბრიტანეთში, ტექნიკური კომპანიები შეიძლება დიდი ჯარიმების წინაშე აღმოჩნდნენ, თუ ისინი ხელს არ შეუშლიან არალეგალური და მავნე შინაარსის გავრცელებას, როგორიცაა ტერორიზმი ან ბავშვთა პორნოგრაფია.
ნიჰილ ფაჰვამ, ნიუ დელიში მცხოვრებმა ციფრული უფლებების აქტივისტმა განაცხადა, რომ WhatsApp-ის სარჩელი მნიშვნელოვანი საქმეა ინდოეთისა და მსოფლიოსთვის.
”რაც ხდება ინდოეთში, არის ის, რასაც მთელ მსოფლიოში მთავრობები დაინახავდნენ და განახორციელებდნენ”, - თქვა პაჰვამ.
თუ WhatsApp წააგებს საქმეს, მას შეუძლია აირჩიოს ბაზრის დატოვება და დაკარგოს 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი, ან შეცვალოს მისი პლატფორმა, რათა შეტყობინებები იყოს მიკვლევადი, თქვა კომპანიამ.
”ახალი IT წესების დანერგვამ შეიძლება არსებითად გაანადგუროს ინდოეთში ბოლომდე დაშიფვრის მთელი იდეა. ეს პოტენციურად კომპრომისზე დააყენებს მის ყველა მომხმარებელს და არა მხოლოდ ინდოეთს, ”- თქვა მან.
WhatsApp–მა თავის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიკვლევადობა არღვევს პირად სივრცეს და სერიოზულად შეარყევს მილიარდობით ადამიანის კონფიდენციალურობას, რომლებიც ციფრულ კომუნიკაციას ახორციელებენ.
ამგვარი მიდგომით, უდანაშაულო ადამიანებს ემუქრებათ ციხეში მოხვედრა, უბრალოდ კონტენტის გაზიარებისთვის, რომელიც მოგვიანებით პრობლემური გახდებოდა მთავრობის თვალში, მაშინაც კი, თუ ისინი ზიანს არ მიაყენებდა არავის.
Whatsapp ბოლომდე შეეცდება დაიცვას უფლებები, სხვა შემთხვევაში მოუწევს არჩევანის გაკეთება და შესაძლოა დაკარგოს 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი.
theguardian.com