თეგებით ძიება

რომელი პროდუქტები გაძვირდა მაისის თვეში

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში, აპრილის თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონემ კი 7,7%.

რაც შეეხება სასურსათო პროდუქტების ფასს, მაისში ყველაზე მეტად ისევ ზეთის ფასმა მოიმატა და სხვაობა 42,7%-ით განისაზღვრა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასმა 3,3%-ით მოიმატა.

სხვადასხვა პროდუქტებზე ფასის ზრდა კი ასე გამოიყურება:

- ზეთი და ცხიმი 42.7 პროცენტი,
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 პროცენტი,
- რძე, ყველი და კვერცხი 8.0 პროცენტი,
- ყავა, ჩაი და კაკაო 8.0 პროცენტი,
- თევზეული 7.6 პროცენტი
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2 პროცენტი,
- ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0 პროცენტი,
- პური და პურპროდუქტები 5.8 პროცენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა