თეგებით ძიება

რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასები საქართველოში

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სფეროების მსხვილ საწარმოებში დასაქმებულ პირებს აქვთ ( საშუალოდ 3 725.9 ლარი).

შემდეგ მოდის ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროების მსხვილი საწარმოების მომუშავე პირები ( საშუალოდ 3 379.3 ლარი).

საქმიანობის სახეების მიხედვით, ასევე მაღალანაზღაურებადია ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფერო ( საშუალო ხელფასი 2 204.0 ლარი);

უცხოური საწარმოს ფილიალში დასაქმებული პირების საშუალო ანაზღაურება 2 713.8 ლარს შეადგენს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დასაქმებულ პირთა საშუალო ხელფასი - 1 292.0 ლარს.

2021 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით).




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა