თეგებით ძიება
04. 06. 2021 ბიზნესი

რა პირობა უნდა შეასრულონ მევენახეებმა ყურძნის ჩასაბარებლად

ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წლის რთველი კადასტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდება.

საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.

ამ ეტაპზე, ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა. რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში განთავსებულ მოქმედ სარეგისტრაციო უბნებზე, სულ 33 ლოკაციაზე.

განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ვენახის რეგისტრაცია სავალდებულოა.

ამასთან ერთად, ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში აეროგადაღებები ხორციელდება. აეროგადაღებების დასრულების შემდეგ, უკვე მიმდინარე თვიდან, რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება.

ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაციის დაწყებაზე მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა