ბანანის და შოკოლადის მაფინები
რეცეპტით მზადდება 15-16 მაფინი
კვერცხი - 1 ც,
მაწონი -120 მლ
ზეთი - 120 მლ.
ვანილის ექსტრაქტი - რამდენიმე წვეთი ან თუ თუ ფხვიერია 1 ჩ.კ.
ბანანი - 1 მოზრდილი ზომის (150 გრ.)
შავი შოკოლადი - 100 გრ.
ფქვილი - 220 გრ.
შაქარი - 100 გრ.
ყავისფერი შაქარი - 50 გრ.
საფუარი - 1 ჩ.კ.
სოდა- 1 ჩ.კ.
მარილი - 1/2 ჩ.კ.
დარიჩინი - 1 1/2 ჩ.კ.
მომზადება:
ერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი (თუ ყავისფერი შაქარი არ გაქვთ, მთლიანად თეთრი შაქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ), მარილი, სოდა, საფუარი და დარიჩინი ისე, რომ თანაბრად განაწილდეს ყველა ინგრედიენტი.
ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი, მაწონი, ზეთი და ვანილი. შემდეგ თანდათან შეურიეთ ფქვილის მასა. ცალკე გასრისეთ ბანანი. ასევე, პატარა კუბიკებად დაჭერით შავი შოკოლადი. შეურიეთ ცომს ბანანი და შოკოლადის ნატეხები, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი.
ღუმელი გაახურეთ 180 C- მდე. მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ მაფინის ქაღალდები. ფორმა გაავსეთ 2/3-მდე. ღუმელში გამოაცხვეთ 25 წუთის მანძილზე. ღუმელიდან რომ გამოიღებთ, გააგრილეთ და ისე მიირთვით.