TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • "კანაფის მოხმარება მაღალ დონეზე სტაბილური რჩება, მაგრამ ამ პროდუქტში THC-ის გაზრდილი შემცველობა ჯანმრთელობის პრობლემებს ზრდის" - 2021 წლის ევროპული რეპორტი ნარკოტიკების მდგომარეობის შესახებ

    ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ნარკოტიკების მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ევროპულ რეპორტზე ინფორმაციას ავრცელებს:

    "გამოქვეყნდა 2021 წლის ევროპული რეპორტი ნარკოტიკების მდგომარეობის შესახებ. რეპორტი გამოაქვეყნა ევროკავშირის სპეციალურმა ინსტიტუციამ - ნარკომანიისა და ნარკოტიკების მონიტორინგის ევროპული ცენტრის მიერ (European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction - EMCDDA)

    Recruiters.ge
    ორი საინტერესო ამონარიდი ამ რეპორტიდან

    კანაფის მოხმარება მაღალ დონეზე სტაბილური რჩება, მაგრამ ამ პროდუქტში THC- ის გაზრდილი შემცველობა ჯანმრთელობის პრობლემების გაზრდას იწვევს. ევროპაში კანაფის ფისი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე, THC შემცველობა საშუალოდ 20% -დან 28% -მდე გაიზარდა, რაც თითქმის ორჯერ მეტია მის შემცველობაზე მცენარეული კანაფში. გრძელდება ძლიერი ახალი სინთეზური კანაბინოიდების და ახალი სინთეზური ოპიოიდები გამოჩენა ევროპულ ბაზარზე. ახალი სინთეზური კანაბინოიდები, როგორიცაა MDMB-4en-PINACA და მათი ჯანმრთელობის საშიშროება კიდევ უფრო ართულებს
    ამ სურათს, რასაც მოწმობს 2020 წელს დაფიქსირებული სიკვდილიანობა, რომელიც უკავშირდება ამ ნივთიერებების გამოყენებას.

    მეორე ეხება ბენზოდიაზეპინების მზარდ გამოყენებას არათერაპიული მიზნებით და ბენზოდიაზეპინების სახით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბაზარზე გამოჩენას. ეს ნივთიერებები თავისთავად შეიძლება იყოს მავნე, მაგრამ ოპიოიდებთან ან ალკოჰოლთან ერთად, ისინი ასევე ზრდის ზედოზირების და სასიკვდილო გამოსავალის საშიშრებას", - წერს წერეთელი ფეისბუქზე.

    [flash=425,264][/flash]
    360 ნახვა
    ალფა სახლი

    Recruiters.ge
    Face ამბები