X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ჩრდილოეთ უელსში ე.წ "მაიმუნის ყვავილის" 2 შემთხვევა დადასტურდა
  • ჩრდილოეთ უელსში ე.წ "მაიმუნის ყვავილის" 2 შემთხვევა დადასტურდა

    დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილით (monkeypox) ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც CNN-ი წერს, ინფექციით ექთანი დაავადდა.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი ბრიტანეთში კიდევ ორ ადამიანს მას შემდეგ დაუდგინეს, რაც ნიგერიიდან დაბრუნდნენ. მათგან ერთ-ერთი სწორედ იმ საავადმყოფოში მკურნალობდა, რომელშიც ინფექციის ბოლო, მესამე შემთხვევა დაფიქსირდა.


    ბოლო პაციენტი ახლა ყველასგან იზოლირებულია, რათა დაავადების გავრცელების რისკი შემცირდეს. ის სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობს. სპეციალისტები იკვლევენ ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ექთანს ბოლო 24 საათის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა.

    მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.

    სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
    2 187 ნახვა