თეგებით ძიება

რიმა ბერაძე: ბიზნესსექტორის მოცულობის ზრდის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადებითი დინამიკაა

„2021 წლის 1 კვარტალში ბიზნესსექტორის მოცულობა გასული წლის იგივე მაჩვენებელზე 11.3% -ით მეტია და 28,9% შეადგენს, რაც მეტად პოზიტიური დინამიკაა. პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვა მსხვილ ბიზნესზე 65,3% იყო, საშუალოზე -16%, ხოლო მცირეზე - 18%“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რიმა ბერაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

რიმა ბერაძე დაინტერესდა, რა მოლოდინი აქვს ფინანსთა სამინისტროს ამ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის მოცულობების სტატისტიკა საზოგადოების ინტერესის საგანია. აქედან გამომდინარე, დეტალურ განმარტებას საჭიროებს, რა მიზნით და მოტივით იღებს ქვეყანა საგარეო ვალს და რაში ხმარდება საზოგადოებას, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში.

„სახელისუფლებო გუნდის სწორი ეკონომიკური გათვლებისა და ნაბიჯების პარალელურად ლარმა გამყარება დაიწყო“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.

დეპუტატის კითხვები ინფლაციასთან მიმართებაში პროგნოზებსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ლარის კურსის სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს ეხებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა