თეგებით ძიება
12. 06. 2021 მსოფლიო

18 წლის დარნელა ფრაზიერს, რომელმაც პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო, პულიცერის პრემია მიანიჭეს

18 წლის დარნელა ფრაზიერს, რომელმაც პოლიციელების მიერ აშშ-ში ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო და გაასაჯაროვა, ჟურნალისტიკის სფეროში ყველაზე საპატიო ჯილდო – პულიცერის პრემია მიანიჭეს.

როგორც პულიცერის კომიტეტში განმარტავენ, ფრაზიერს ჯილდო მიენიჭა „ტრანსფორმაციული ვიდეოსთვის, რომელმაც შეძრა მნახველები და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება გამოიწვია მთელ მსოფლიოში“.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს, დაკავების დროს ასფიქსიით გარდაიცვალა. გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, დერეკ შოვინმა ფლოიდს კისრის არეში მუხლი დააბჯინა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა