თეგებით ძიება
14. 06. 2021 მსოფლიო

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვაში ნაღმი აღმოაჩინეს

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან, გუდაუთის მახლობლად ზღვაში ნაღმი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ნაღმი იქ 1992-1993 წლის ომის შემდეგ დარჩა. ე.წ. სამინისტროს წარმომადგენლებმა ნაღმი წყლიდან ამოიღეს. ამის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება მოხდა.

ნაღმი რუს გამნაღმველებს შემდგომი უტილიზაციისთვის გადაეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა