TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • კრისტიან ერიქსენი კლინიკიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს - რას წერს დანიელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა

    კრისტიან ერიქსენი კლინიკიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს - რას წერს დანიელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა
    და­ნი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნი, და­ნია-ფი­ნე­თის მატ­ჩის დროს მო­ე­დან­ზე ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, კლი­ნი­კი­დან პირ­ველ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ფო­ტო­საც გვი­ზი­ა­რებს.

    Recruiters.ge
    "მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. დიდი მად­ლო­ბა ტკბი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­კი­თხვე­ბის­თვის და მე­სი­ჯე­ბის­თვის, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მწერთ. ეს ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. მე კარ­გად ვარ, რამ­დე­ნი­მე გა­მოკ­ვლე­ვა უნდა გა­ვი­ა­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ თავს კარ­გად ვგრძნობ“, - წერს ერიქ­სე­ნი.

    გარ­და ამი­სა, ის და­ნი­ელ ფეხ­ბურ­თე­ლებს მი­მარ­თავს და ამ­ხნე­ვებს - "ბი­ჭე­ბო, ითა­მა­შეთ და­ნი­ის­თვის“, - წერს ერიქ­სე­ნი.

    ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­ნი­ი­სა და ფი­ნე­თის გუნ­დებს შო­რის თა­მა­შის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, და­ნი­ელ­თა მთა­ვა­რი ვარ­სკვლა­ვი, კრის­ტი­ან ერიქ­სე­ნი მო­ე­დან­ზე უგო­ნოდ და­ე­ცა და 13 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექიმ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ფეხ­ბურ­თელს მო­ე­დან­ზე გული გა­უ­ჩერ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას სტა­ბი­ლურს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა არ იცი­ან, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ყო­ვე­ლი­ვე და ამ დრო­ის­თვის ერიქ­სენს და­მა­ტე­ბით კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა.
    61 ნახვა