თეგებით ძიება
15. 06. 2021 მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ბოსტონის მარათონის ტერაქტის ორგანიზატორის სიკვდილით დასჯას ითხოვს

აშშ-ში 2013 წელს ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის, ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის ითხოვენ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უზენაეს სასამართლოს ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენის დადასტურება უკვე სთხოვა.

სასამართლო იუსტიციის დეპარტამენტის მიმართვას შემოდგომაზე განიხილავს, გადაწყვეტილება კი, სავარაუდოდ, 2022 წლის ზაფხულში იქნება მიღებული. არსებული ინფორმაციით, 2020 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცარნაევის სიკვდილით დასჯას ითხოვდა და ეს პოზიცია არც ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიოდა.

2013 წლის 5 აპრილს, ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 260 დაშავდა. 2015 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ჯოხარ ცარნაევი სასამართლომ ბრალდების 30 პუნქტით დამნაშავედ ცნო. 2020 წლის 1-ელ აგვისტოს აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა.

imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა