თეგებით ძიება
16. 06. 2021 მსოფლიო

ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო. პუტინი ჟენევაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

მოლაპარაკების დროს საუბარი, სავარაუდოდ, სტრატეგიულ სტაბილურობას, პანდემიასთან ბრძოლას, ლოკალურ კონფლიქტებს, უკრაინაში არსებულ მდგომარეობას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება. მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს ჰაკერული შეტევების შესახებ ესაუბრება, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის წინაშე, აშშ-ის და მისი მოკავშირეების ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა