თეგებით ძიება

ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ხვალ სახალხო დამცველს შეხვდება

ნინოწმინდის ახალი ხელმძღვანელი, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ხვალ სახალხო დამცველ ნიო ლომჯარიას შეხვდება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართება:

"ხვალ, 2021 წლის 17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა (იაკობიშვილი) და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის", - წერიასაპატრიარქოს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა