თეგებით ძიება

„უარს ვამბობთ ცხინვალში ზაზას სანახავად გადაყვანაზე“ - ირმა ბუთხუზი

ზაზა გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმართან შესახვედრად გადაყვანას ოჯახის წევრები არ დათანხმდებიან.

მისი თქმით, ოჯახის წევრები საოკუპაციო ზოლის გადალახვას თავად შეეცდებიან და ოკუპანტებს მათი დაკავების საშუალებას მისცემენ

„თვალს ვადევნებდით პირდაპირ ჩართვებს და მაშინ აღნიშნა ირაკლი ანთაძემ, რომ, თურმე, აპირებენ ჩვენს გადაყვანას ცხინვალის ციხეში ზაზას დაბადების დღეზე. ჩვენ, ოჯახმა არ ვიცით, რა პირობები აქვთ მათ, რას ფიქრობენ და ვის გადაიყვანენ. ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ არც დავთანხმდებით ამ გადაყვანას.

აღარ გვინდა განვიცადოთ იგივე, რაც განვიცადეთ „წითელი ჯვრის“ მიერ გადაყვანის დროს, როდესაც პირველად შევხვდით ზაზას. უარს ვამბობთ ამ შეხვედრაზე. ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ, იმავე გზას გავივლით, რაც გაიარა ზაზამ და მოხვდა ცხინვალის ციხეში“, – ამბობს ირმა ბუთხუზი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა