თეგებით ძიება

პატარა ბარბარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა ბარბარეს, რომალსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, საზოგადოების თანადგომა სჭირდება:

"მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ დახმარება.
ბარბარე გახსოვთ, რომელსაც საკმაოდ რთული დიაგნოზი აქვს და რომელმაც თქვენი დახმარებით სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო.

თუმცა, ეს მხოლოდ რთული გზის დასაწყისია. მას სხვადასხვა ტიპის და სირთულის გამოკვლევები სჭირდება.

ბავშვს აქვს საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, სხვადასხვა სახის სამკურნალო მასაჟებს, წამლებს, სპეციალურ საკვებს, რამდენიმე პროფილის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას.

ოჯახი სოციალურად დაუცველია და ვერანაირად ვერ შეძლებენ, რომ ბარბარე ფინანსურად უზრუნველყონ.

წინა ჯერზე, სასწაული მოახდინეთ და ბარბარეს საკმაოდ სოლიდური თანხა შეუგროვეთ. გაძლევთ გარანტიას, რომ თითოეული თეთრი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება. მუდმივ კავშირზე ვარ მის დედასთან, რომელიც თქვენი ძალიან მადლიერია და თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით.

ვიცი, რომ არავის ულხინს, ყველას თავისი გასაჭირი აქვს, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ შევძლოთ, რომ ბავშვის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს", - წერს ფეისბუქზე ნენე დალაქიშვილი.

ანგარიშის ნომრებია :
TBC #GE12TB7460045064300007

საქართველო #GE48BG0000000127659900

მიმღები:ნინო წულეისკირი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა