თეგებით ძიება

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, შესაძლოა, გაუქმდეს - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ კოვიდინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდეს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კოვიდინფექციის გავრცელება და მეოთხე ტალღა მოსახლეობაზე იქნება დამოკიდებული, დაიცავს თუ არა საზოგადოება კოვიდრეგულაციებს.

„მეოთხე ტალღა იქნება თუ არა ჩვენთან, მთლიანად დამოკიდებულია, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს – პირბადეები! პირბადეები! პირბადეები!

თუ ინდური შტამი გავრცელდა, შესაძლოა მან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის მოსვლას. მაგრამ, პირბადეებს თუ იხმართ… აი, თუ იქ კითხვებია ვაქცინა შველის თუ არა ინდურ შტამს, თუ სამხრეთ აფრიკულ შტამს, პირბადეზე კითხვები არ არის.

ყველა შტამს თანაბრად შველის, ჯერჯერობით ჩვენთან არსებული კანონმდებლობით ღია სივრცეშიც და დახურულშიც (სავალდებულოა ტარება). შემდეგში ლაპარაკია, რომ შესაძლოა თუ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ შემთხვევები და გარდაცვალების რაოდენობა, ღია სივრცეში შემსუბუქდეს, (პირბადის ტარება) მაგრამ დახურულ სივრცეში არცერთ ქვეყანაში არ მოუხსნიათ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა