თეგებით ძიება

"ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუს ჟესტზე

ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო, - ასე აფასებს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს, რომლითაც სპორტსმენმა გაზიან სასმელზე უარი თქვა.

"ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია "კოკა-კოლა". მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას "კოკა-კოლას" და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია",- განაცხადა თემურ ჭყონიამ, რომელიც "კოკა-კოლასა" და "მაკდონალდსის" ფრანჩაიზს ფლობს, "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, პორტუგალია-უნგრეთის მატჩამდე, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, მის წინ განთავსებული "კოკა-კოლას" ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა