თეგებით ძიება
16. 06. 2021 მსოფლიო

ბაიდენი და პუტინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჟენევაში შემდგარი შეხვედრის შემდეგ, ბაიდენი და პუტინის სტრატეგიულ სტაბილურობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს საერთო მიზნებისთვის, სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობის უზრუნველსაყოფად, შეიარაღაბული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმა დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ.

ახალი START შეთანხმების გახანგრძლივება ბირთვული იარაღის კონტროლის მიმართ ჩვენი ერთგულების მაგალითია. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს.

ამ მიზნებთან შეთავსებით, შეერთებული შტატები და რუსეთი უახლოეს მომავალში ერთად დაიწყებენ ინტეგრირებულ, ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება წინასწარგანზრახული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენი მიზანია, საფუძველი ჩავუყაროთ სამომავლოდ იარაღის კონტროლსა და შეიარაღების შემცირების ზომებს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა