თეგებით ძიება
16. 06. 2021 სპორტი

მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საკუთარი მაისური აჩუქა

ლეგენდალურ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, რომელსაც 3 მაისს 80 წელი შეუსრულდა, სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მაისური აჩუქა.

იუბილესთან დაკავშირებით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ქართველ დიდოსტატს საკუთარი მაისური უსახსოვრა.

33 წლის ფეხბურთელმა სპეციალურად ნონა გაფრინდაშვილისთვის „ბარსელონას“ 10-ნომრიანი მაისური, თავისივე სახელის წარწერით გამოუგზავნა, რომელიც მოჭადრაკეს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა გადასცა.

primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა