თეგებით ძიება
16. 06. 2021 მსოფლიო

ნავალნი თუ მოკვდება, ამას რუსეთისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება - ჯო ბაიდენი

ნავალნი თუ მოკვდება, ამას რუსეთისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტიმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა მოხდებოდა, თუკი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში მოკვდებოდა.

"მე მას გავაგებინე, რომ შედეგები იქნება სავალალო რუსეთისთვის. როგორ ფიქრობთ, რა ხდება, როდესაც ამბობენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, საუბრობენ მის მკურნალობაზე და შემდეგ ის ციხეში კვდება?", - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 4.5 საათი გაგრძელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა