თეგებით ძიება

მე რომ არ მშია მიშამ ძალიან კარგად იცის - ვაშაძე სააკაშვილს პასუხობს

მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით ვაშაძე რითაც მასთან მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მას ვერავინ იყიდის, მათ შორის, ვერც მიხეილ სააკაშვილი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთ იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო, ეს არის ის ორპოლუსიანობა, რაც გვართმევს განვითარების პერსპექტივას. მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან მხოლოდ, ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი, კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ საკითხთან დაკავშირებით.

შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ვერ ვითარდება საქართველო და ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ მშია და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი,"- განაცხადა ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა