თეგებით ძიება
17. 06. 2021 მსოფლიო

აშშ-ში შექმნეს გაჯეტი, რომელსაც აზრების კითხვა შეუძლია

ამერიკულმა კომპანია Kernel-მა გაჯეტი შექმნა, რომელსაც აზრების წაკითხვა შეუძლია. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, გაჯეტი გაყიდვაში მალე გამოვა და მისი ფასი 50 000 აშშ დოლარიდან დაიწყება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი ნერვულ ტალღებს აფიქსირებს და მისი მეშვეობით აზრებს კითხულობს.

ჩაფხუტი სახელწოდებით Flow USB-ის კაბელის მეშვეობით კომპიუტერს ან ლეპტოპს უკავშირდება.

კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათ აპარატს მეცნიერების დახმარება შეუძლია, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებთან მუშაობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა