თეგებით ძიება
18. 06. 2021 სპორტი

UEFA დააჯარიმებს ფეხბურთელებს, რომლებიც სპონსორების სასმელებს მაგიდიდან აიღებენ

საფეხბურთო გუნდები, რომელთა ფეხბურთელები პრესკონფერენციის მაგიდიდან სპონსორების სასმელებს აიღებენ, დაჯარიმდებიან. შესაბამისი განცხადება UEFA-მ გააკეთა.


„UEFA ახსენებს მონაწილე გუნდებს, რომ პარტნიორობები ამ ტურნირის ჩატარების შემადგენელი ნაწილია და ევროპაში ფეხბურთის განვითარების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორშაბათს პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა რონალდუმ პრესკონფერეციის დროს "კოკა-კოლას" ორი ბოთლი მაგიდიდან აიღო და წყლის ბოთლით ჩაანაცვლა. მომდევნო დღეს კი ფრანგმა პოგმამ "ჰეინეკენის" ლუდის ბოთლი აიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა