თეგებით ძიება
19. 06. 2021 მსოფლიო

ავიაკატასტროფა რუსეთში - არიან დაღუპულები

რუსეთში, კემეროვოს ოლქში L-410 ტიპის თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 17 ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა, რის გამოც, თვითმფრინავი დაჯდომისას ხეებს წამოედო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა