თეგებით ძიება
19. 06. 2021 მსოფლიო

ვერტმფრენი, რომელსაც საარჩევნო ყუთები გადაჰქონდა, ჩამოვარდა - ავიაკატასტროფა ირანში?

ვერტმფრენმა, რომელსაც ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ყუთები გადაჰქონდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპული სამართალდამცველია, რომელიც საარჩევნო ყუთებს იცავდა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს გაიმართა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება შაბათს 02:00 საათამდე მისცეს. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში იბრაჰიმ რაისი ლიდერობს, რომელსა ამომრჩეველთა ხმების 62% აქვს აღებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა