თეგებით ძიება

კრემლი საქართველოს ანექსიას განაგრძობს - ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ აიბღას ნაწილი რუსეთმა მიიერთა

"დემოკრატიის კვლევს ინსტიტუტის" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა.

ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ცნობითვე, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ კი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა