თეგებით ძიება

კვერცხი თურქულად – ჯანსაღი და გემრიელი საუზმე

ინგრედიენტები:
3 ც. კვერცხი
2/3 ჩ.ჭ გაწურული მაწონი
1 კბილი ნიორი
გემოვნებით მარილი
30 გ. კარაქი
1 ჩ.კ. დაღერღილი წიწაკა
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
რამდენიმე ღერი კამა

მომზადების წესი:
გაწურულ მაწონს დაუმატეთ გახეხილი ნიორი და მარილი, კარგად აურიეთ.
კარაქი გაადნეთ, 3-4 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და დაღერღილი წიწაკა, კარგად აურიეთ.
კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს ცივი და ახალი! ფრთხილად გატეხეთ და მოათავსეთ წვრილ საწურზე, გააჩერეთ 30 წმ, ამ დრო ზედმეტი ცილა მოშორდება. შემდეგ ფრთხილად გადაიტანეთ ფართო ჭიქაში და მოასხით ლიმონის წვენი.
ქვაბში აადუღეთ წყალი და როცა ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ, ბუშტები აღარ უნდა ამოდიოდეს, ჭიქა რომელშიც კვერცხი მოათავსეთ ძალიან ახლოს მიიტანეთ წყლის ზედაპირთან და ასე ფრთხილად ჩაუშვით კვერცხი წყალში. ხარშეთ 3-4 წუთი.
სანამ კვერცხი მოიხარშება თეფშზე გაანაწილეთ მაწვნის სოუსი, ზემოდან დაადეთ მომზადებული კვერცხი, მოასხით წიწაკიანი კარაქის სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი კამა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა