თეგებით ძიება
20. 06. 2021 მსოფლიო

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთავარი ბრძოლა ექსპრეზიდენტ, რობერტ ქოჩარიანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, ნიკოლ პაშინიანს შორის გაიმართება.

წინასწარი სოციოლოგიური კვლევებით, სომხეთის მოსახლეობის 24 % მხარს ყოფილ ყოფილ პრეზიდენტს უჭერს, 23.8% კი ნიკოლ პაშინიანს.

საერთო ჯამში კი 20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

სომხეთის ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ქვეყანაში 2 008 საარჩევნო კომისია არის, ხმის მიცემის პროცესს 483 საერთაშორისო და 9 000 ადგილობრივი დამკვირვებელი ადევნებს თვალს. 1 500 საარჩევნო უბანზე კი ვიდეოკამერებია დამონტაჟებული.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე შეწყდება. არჩევნებში მონაწილეობის მიღება 2 583 823 ამომრჩეველს შეუძლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა