იტალიური ომლეტი - უგემრიელესი საუზმე
ინგრედიენტები:
კვერცხი - 4 ც.
სოსისი - 100 გ
ბულგარული წიწაკა - 1 ც.
ყველი - 30 გ
კარტოფილი - 3 ც.
ხახვი - 1 ც.
მწვანილი - 1 კონა
მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით და დადგით მოსახარშათ. ხახვი დაჭერით რგოლებად, ბულგარული წიწაკა და სოსისი -კუბიკებად.
ტაფაში დაამატეთ მცენარეული ზეთი და გააცხელეთ. დაამატეთ ხახვი და ბულგარული, მოშუშეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მარილი, პილპილი. აურიეთ და შებრაწეთ. ღრმა თეფშში გატეხეთ კვერცხი, ათქვიფეთ და დაამატეთ დაჭრილი სოსისი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გამოსაცხობ ფორმაში გადაიღეთ შებრაწული ბოსტნეული და მოასხით კვერცხიანი სოსისი.
გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი. მზადყოფნამდე 5 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.
gurmania.ge